მსოფლიოnewsიტალია

იტალიას იმიგრანტების ფულად გზავნილებზე 1,5%-იანი გადასახადი შემოაქვს

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი იტალიის საგადასახადო კოდექსში შესწორებების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს 1,5%-იან გადასახადს იტალიიდან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, – ამის თაობაზე დღეს ITALIA OGGI-მ გაავრცელა ინფორმაცია.  

მიგრანტების ფულად გზავნილებზე გადასახადის შემოტანის ინიციატივით ოჯახის საქმეების მინისტრი ლორენცო ფონტანა გამოდიოდა, რომელიც ორჯერ მეტი გადასახადის – 3%-ის დაწესებას მოითხოვდა. მისი თქმით, ამ გადასახადის შედეგად მობილიზებული თანხა ახალგაზრდა ოჯახებს უნდა გადაერიცხოთ.

საგადასახადო კოდექსში შესწორებების შესახებ კანონპროეტის არსებული რედაქცია, რომელიც იტალიის სენატმა პირველი მოსმენით მიიღო, ითვალისწინებს, რომ გადასახადი დაწესდება ყველა არაკომერციულ ფულად გზავნილზე, რომელიც 10 ევროს აღემატება. ჟურნალისტების აზრით, კანონპროექტში არსებული ფორმულირებებით ისე გამოვა, რომ იმავე გადასახადით დაიბეგრება იტალიური კაპიტალის გატანა საზღვარგარეთ.

სენატში კანონპროექტზე მომხსენებლის, ემილიანო ფენუს („5 ვარსკვლავის მოძრაობა“) თქმით, 2018 წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან 2,71 მილიარდი ევრო გადაირიცხა, რაც 11%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდზე. ფენუმ ხაზი გაუსვა, რომ საუბარია პირად თანხებზე და არა კომერციულ გადარიცხვებზე, რომელიც ისედაც იბეგრება. შემოსავლების ფონდის შეფასებით, მიგრანტების გადარიცხვებზე 1,5%-იანი გადასახადის დაწესებით ბიუჯეტში დაახლოებით 62 მილიონი ევროს მობილიზებას შეძლებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close