მსოფლიოქართველები უცხოეთშიკულტურა

შეხვედრა რუსთაველის სკვერში, ისრაელის ქალაქ ხულონში

ისრაელში, ქალაქ ხულონში, რესტავრირებულ რუსთაველის სკვერში 22 ნოემბერს საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის, აგრეთვე, ქართველ ებრალთა თემის წარმომადგენლები და ისრაელში სტუმრად მყოფი ქართველი მწერლები შეიკრიბნენ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორი ერის ურთიერთობაში ასეთი ღონისძიებების აუცილებლობას და დიდ მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას და ქალაქ ხულონის მერიას მხარდაჭერისათვის.

სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ისრაელში და ასეთი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია.

ქალაქ ხულონში რუსთაველის სკვერის რესტავრაცია საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

ნინო  ბაჯელიძე

რუსთაველის სკვერის აბრა, კოდშეი კაირი (ქაიროს წმინდანები), ხულონი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close