დაღუპულია 58 ადამიანი, 130-ს ეძებენ, პრეზიდენტმა ტრამპმა კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

გრაფიკა: ABC news Map showing the location of the wildfires burning near Paradise and Thousand Oaks, Calif.
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მე-8 დღეს 58-მდე გაიზარდა, თუმცა ალბათ კიდევ მოიმატებს, რადგან შტატის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პარადაისში, რომელიც ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა, 130 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაკარგულ ადამიანებს, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 460-ზე მეტი მაშველი და სპეციალურად გაწვრთნილი 22 ძაღლი ეძებს. პარადაისში დაღუპული და დაკარგული ადამიანების უმრავლესობა პენსიონერი იყო. ქალაქში განადგურებულია 8800-ზე მეტი შენობა – ძირითადად, საცხოვრებელი სახლები. შტატის სამხრეთში მდებარე პოპულარულ კუროტ მალიბუსა და მის შემოგარენში კი დამწვარია 400-მდე შენობა. პარადაისში ოფიციალური მონაცემებით დღეისათვის 56 ადამიანია დაღუპული, მალიბუში – 2.

როგორც „radiotavisupleba“ წერს, კალიფორნიის შტატის ხანძარსაწინააღმდეგო თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 14 ნოემბერს ხანძრის ფართობი 55 ათასი ჰექტარით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ქარის სიჩქარე შემცირდა და ტენიანობამაც მოიმატა. მეხანძრეებმა ხანძრის კერების დაახლოებით მესამედის ლოკალიზება შეძლეს. კალიფორნიის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ტყის მასივებში ხანძარი 8 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დასახლებულ პუნქტებზე.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გვალვა, თუმცა გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

წყარო: radiotavisupleba.ge/

ქალაქი პარადაისი, რომლის სახელწოდებაც სამოთხეს ნიშნავს,ხანძარმა ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. 2018 წლის 12 ნოემბერი, AP-ს ფოტო.
კომენტარები