ჯანმრთელობა

თხილეული წონის მატებას ხელს უშლის და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა

სხვადასხვა სახის თხილეულის (მათ შორის, ნიგვზის) რეგულარული მოხმარება წონის მომატებას უშლის ხელს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის მეცნიერები მას შემდეგ, რაც 126 ათასი ადამიანის მონაცემებიშესწავლეს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდათ. ექიმების კვლევის თაობაზე გამოცემა EUREKALERT-ი წერს.

სპეციალისტების აზრით, ადამიანები ცდებიან, როდესაც თხილეულს, ამ პროდუქტების მაღალი კალორიულობის გამო, არაჯანსაღ საკვებად მიიჩნევენ და თავიანთ რაციონში არ რთავენ. მრავალწლიანმა კვლევამ საბოლოო ჯამში აჩვენა, რომ მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც თხილეულს ირჩევდნენ ნაკლებ კალორიული საკვების ნაცვლად, უფრო ნაკლები მოიმატეს წონაში.

ერთი უნცია (დაახლოებით 30 გ) თხილეულის დამატებამ კვების რაციონში ნაკლებად ჯანსაღი პროდუქტის – ხორცის, კარტოფილი ფრის და ტკბილეულის ნაცვლად შეუძლია თავიდან აგვაცილოს ნელ-ნელა თანდათანობით მატება წონაში და შეამციროს სიმსუქნესთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ამბობენ ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტები.

სხვადასხვა სახის თხილეულის სარგებლობაზე ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო ადრე კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც გააკეთეს განცხადება თავიანთი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close