2019 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ყველაზე ფართო ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირეო თანხის მოზიდვის მიზნით, იტალიის მთავრობა აპირებს გაზარდოს აქციზის მოსაკრებელი, რაც, თავისთავად ცხადია, თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას გამოიწვევს.
იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქციზები გაზარდოს ყველა ტიპის და ყველა ბრენდის თამბაქოს ნაწარმზე – იაფფასიანიდან დაწყებული, ელიტურით დამთავრებული. მწარმოებლისთვის აქციზის მოსაკრებელი კოლოფზე 3-4 ევროცენტით მოიმატებს, რაც მომხმარებლისთვის ერთი კოლოფის დაახლოებით 10 ცენტით გაძვირებას ნიშნავს. ამრიგად, მწეველი მოქალაქეების ჯიბე მომავალი წლიდან საკმაოდ დაზარალდება.
2019 წლიდან გაიზრდება ყველა ტიპის თამბაქოს ნაწარმის ფასი – იქნება ეს სიგარეტები, დაფასოებული თამბაქო თუ სიგარები.
კომენტარები