ჩვენი საიტის მცდელობამ  გაამართლა! – ქუთაისელი გოგონა ათენის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების უფლებაც მიიღო

ჩვენი საიტი დაარსების დღიდან აქტიურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქართველი ემიგრანტების ინფორმირებას, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც მათთვის ევროპის ქვეყნებში არსებობს. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების საკითხია.

მკითხველებს რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას საბერძნეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ და გვიხარია, რომ ჩვენს მცდელობას უკვე პირველი შედეგი მოჰყვა: ჯულია იდაძე ქუთაისის მკვიდრია, მისი მშობლები ათენში ცხოვრობენ. ჯულიამ შარშან დაამთავრა სკოლა ქუთაისში. გოგონამ ჩვენს საიტზე ნახა ინფორმაცია საბერძნეთში უფასო უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ და გადაწყვიტა ათენის უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

დღეს ჯულია უკვე ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტის სტუდენტია, რის საფუძველზეც საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების უფლებაც მოიპოვა. გულითადად ვულოცავთ ახალგაზრდა გოგონას და გულწრფელად გვიხარია, რომ ჯულიას ოცნების ასრულებაში მცირედი წვლილი ჩვენც მიგვიძღვის!

მოხარული ვიქნებით, ჩვენს მკითხველს კიდევ ვაცნობოთ მსგავსი ფაქტების შესახებ.

საბერძნეთში უფასოდ უმაღლესი განათლების მსურველებს შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ ლინკებზე გადასვლით მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია. წარმატებებს გისურვებთ.

წაიკითხეთ სტატიები ამავე თემაზე:

როგორ მივიღოთ უმაღლესი განათლება საბერძნეთში უფასოდ და მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება

საბერძნეთის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი

საბუთები, რომლებიც დაგჭირდებათ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ნიმუშები)

კომენტარები
Загрузка...