ხვალიდან ათენის მეტროში მესამე ხაზამდე მატარებლების მოძრაობა შეიცვლება
მატარებლების მოძრაობის ცვლილება ათენის მეტროს მესამე ხაზამდე ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან დაიწყება. მეტროს მატარებლები აღარ იმოძრავებენ მონაკვეთზე დუკისის პლაკენდიადან აეროპორტამდე, ამიტომ მგზავრებს, რომლებიც ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტში მიემგზავრებიან, სხვა მატარებელზე მოუწევთ გადაჯდომა ანუ მეტროს ხაზის მარშრუტი დამთავრდება სადგურ დუკისის პლაკენდიაზე, იქიდან კი აეროპორტამდე მგზავრებს სხვა მატარებლით მოუწევთ წასვლა.
STASY-ს (საქალაქო სარკინიგზო ტრანსპორტის სამსახური) განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხუთშაბათიდან, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან მეტროს მატარებლები ელ. ვენიზელოსის სადგურამდე წავლენ სადგურ დუკისის პლაკენდიადან ყოველი საათის 25-ე და 55-ე წუთზე (მაგ., 01:25 და 01:55 სთ-ზე, 02:25 და 02:55 სთ-ზე და ა. შ. – ნ. ბ.).
შესაბამისად, მატარებლები, რომლებიც თავიანთ მარშრუტს აეროპორტიდან იწყებენ, სადგურიდან გავლენ ყოველ xx:00 და xx:30 საათზე (მაგ., 01:00 და 01:30, 02:00 და 02:30 და ა. შ. საათებზე) და მათი ბოლო სადგური იქნება დუკისის პლაკენდია, სადაც მგზავრებს შეუძლიათ გადავიდნენ მეტროს ხაზზე, რომელიც აგია მარინას სადგურამდე მიდის (სინდაღმის გავლით).
როგორც აცხადებენ, აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლების მოძრაობის შეცვლა მეტროპოლიტენის ახალი ხაზის მშენებლობას უკავშირდება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები