მსოფლიოპოლიტიკაიტალია

შეერთებული შტატების სენატში ევროპას დახმარება შესთავაზეს რუსულ გაზზე უარის სათქმელად

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა – რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ევროპული ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად.

როგორც Sputnik International-ი იტყობინება, პროექტი მიმართულია რუსეთის „ავისმზრახველი გავლენის“ წინააღმდეგ და ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ მილიარდების ინვესტიცია განვახორციელეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რუსეთის „ენერგეტიკული ყულფისგან“ გამოწვეული ესოდენ სახიფათო შედეგები“, – განაცხადა მერფიმ.

სენატორების აზრით, მოსკოვი თავის ბატონობას ენერგეტიკულ ბაზარზე დასავლური ინსტიტუტების მოსაშლელად იყენებს, რათა ევროპაში შექმნას „დამყოლი მთავრობები“, რომლებსაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ექნებათ.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის მთავარი სპეციალისტი რუსულ გამოცემა RT-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ევროპულმა კომპანიებმა მილიარდი დოლარი რომც მიიღონ, არაფერში არ ეყოფათ ძალების გადანაწილების შესაცვლელად. მილსადენის გაზი უფრო იაფია. შტატებმა ევროპას გასულ წელს დაახლოებით 3 მლრდ კუბომეტრი გაზი შესთავაზა, რუსეთმა კი – 194 მლრდ კუბომეტრი მიაწოდა. წლეულს რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით 200 მლრდ კუბომეტრი იქნება“. ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთი კოლოსალური განსხვავების სუბსიდიებით გადაფარვა შეუძლებელია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close