მოდა/სილამაზექართველები უცხოეთშისაბერძნეთისხვა
თამთას დებიუტი მოდის ბიზნესში – მომღერლის მიერ შექმნილი სამოსი უკვე იყიდება
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მოდის ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამს. მისი სადებიუტო შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უკვე იყიდება.
თავისი ახალი საქმე თამთამ ტანსაცმლის მაღაზია Attrattivo-სთან თანამშრომლობით წამოიწყო. კოლექცია, სახელწოდებით Attrattivo + TAMTA, ძირითადად, ახალგაზრდა ქალებზეა გათვლილი და მასში შავი, ლურჯი და თეთრი ფერები ჭარბობს. თამთას მიერ შექმნილი სამოსი შეგიძლიათ Attrattivo-ს მაღაზიათა ქსელში შეიძინოთ, ან ინტერნეტით გამოიწეროთ.
კოლექციის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ და მიზანსწრაფულ თანამემამულეს თავის ახალ წამოწყებაში.
აქვე იხილეთ სარეკლამო ვიდეო:
კომენტარები