ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – მეხუთე გაკვეთილი
წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეხუთე გაკვეთილს.
ტრადიციულად, ჯერ გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:
Μιλάτε Ελληνικά (მილატე ელინიკა) – საუბრობთ ბერძნულად?
Μιλώ πολύ λίγο (მილო პოლი ლიღო) – ვლაპარაკობ ძალიან ცოტას.
Καταλαβαίνετε Ελληνικά (კატალავენეტე ელინიკა) – გესმით ბერძნული?
Λίγο (ლიღო) – ცოტათი.
Ο κύριος και η κυρία Σμιθ μιλούν Ελληνικά (ო კირიოს კე ი კირია სმით მილუნ ელლინიკა) – ბატონი და ქალბატონი სმითები საუბრობენ ბერძნულად?
Όχι, ο κύριος και η κυρία Σμιθ δε μιλούν Ελληνικά (ოხი, ო კირიოს კე ი კირია სმით დე მილუნ ელლინიკა) – არა, ბატონი და ქალბატონი სმითები არ საუბრობენ ბერძნულად.
ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:
Λίγο (ლიღო) – ცოტა, ცოტათი
Πολύ (პოლი) – ბევრი
Μιλώ (მილო) – ვლაპარაკობ. აქ მიაქციეთ ყურადღება, რომ ახლანდელი დროს პირველ პირში (მხოლობით რიცხვში) უფრო გავრცელებული ფორმაა Μιλάω (მილაო), თუმცა ორივე ფორმა სწორია. ანალოგიურად, ახლანდელი დროს მრავლობითი რიცხვის მესამე პირშიც გვაქვს ორი ფორმა: Μιλούν (მილუნ) და Μιλάνε (მილანე) – ლაპარაკობენ.
შენიშვნა: ვიდეოში მიაქციეთ ყურადღება „ღ“-ს გამოთქმას – ბერძნული „ღ“ რბილია და არა ქართულივით ან ფრანგულივით ძალიან მჟღერი.
ახლა კი ნახეთ ვიდეო:
კომენტარები