სამზარეულო

კექსები თაფლით (სამარხვო)

თაფლიანი სამარხვო კექსები ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც, თან ძალიან იოლად მზადდება.

საჭირო პროდუქტი: 250 მლ თბილი წყალი, 2 ს/კ თაფლი, 1/2 ჩ/ჭ შაქარი, 1/2 ჩ/ჭ მცენარეული ზეთი, 1.5-2 ჩ/ჭ ფქვილი, 1.5 ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 50 გ ნიგოზი.

მომზადების წესი: თბილ წყალში (დაახლ. 35 გრადუსამდე) ჩაასხით თაფლი, ჩაყარეთ შაქარი და მარილი, რომ გაიხსნება, ჩაასხით ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გაცერით ფქვილი მასში შერეულ სოდასთან ერთად და ნელ-ნელა დაუმატეთ თაფლიან მასაში. თქვიფეთ ერთგვაროვანი თხელი ცომის მიღებამდე.

ბლენდერში დააქუცმაცეთ ნიგოზი (შეგიძლიათ შეცვალოთ სასურველი ხილის ჩირით ან თხილით), დაუმატეთ ცომს კურკუმასთან ერთად და აურიეთ. ცომი ჩაასხით კექსის ფორმებში 2/3-ზე (თუ ერთჯერადი საცხობი ფორმები გაქვთ, უკეთესია), შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში (ფორმებს რომ შედებთ, 180 გრადუსამდე დაუწიეთ) და აცხვეთ ყავისფერი ფერის მიღებამდე, 15-20 წუთი.

გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით!

გამოდის 10 ულუფა.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close