
ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში თაგვებმა ბანკომატში შეაღწიეს და 1,238 მლნ რუპია (17 ათას აშშ დოლარამდე) გაანადგურეს.
India Today წერს, რომ ბანკომატმა მუშაობა 20 მაისს შეწყვიტა, მაგრამ ის მხოლოდ 3 კვირის შემდეგ, 11 ივნისს გახსნეს სპეციალისტებმა, რათა შეემოწმებინათ, რა მოხდა. გახსნეს და – თვალებს არ დაუჯერეს: მასში არსებული ფულის დიდი ნაწილის ნაცვლად მხოლოდ კუპიურების ნაგლეჯები და რამდენიმე თაგვი დახვდათ.
მთლიანობაში ბანკომატში 2 მილიონ 948 ათასი რუპია იყო (42 ათას აშშ დოლარზე მეტი), უმეტესად 500 და 200 ნომინალის ბანკნოტები.
საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ფაქტია, რომ ბანკომატი გაფუჭებისთანავე რომ გაეხსნათ, თანხის საკმაო ნაწილს გადაარჩენდნენ.




