კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ცნობილი ბერძენი კალათბურთელის პაპა და ბებია – ქართველი კრიმინალების მსხვერპლი

ატიკის ოლქის უსაფრთხოების სამსახურმა 6 ივნისს ათენის რამდენიმე რაიონში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომელთაც ბინების გაქურდვაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების მსხვერპლთა შორის საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების წევრის, გიორგოს პრინდეზისის პაპა და ბებიაც აღმოჩნდნენ.

ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ყაჩაღობის ორ შემთხვევასა და ცხრა სახლის გაქურდვაში. დაკავებულთა ბინებში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, ოქროულობა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საგნები აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დაკავებულს ანალოგიური დანაშაულისთვის ესპანეთი ეძებს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები დაახლოებით ორი თვის წინათ ათენის აღიო დიმიტრიოს რაიონში საბერძნეთის ნაკრებისა და პირეოსის ოლიმპიაკოსის კალათბურთელის, გიორგოს პრინდეზისის ბებიისა და პაპის კუთვნილ სახლში შეიჭრნენ. მათ ძალის გამოყენებით აიძულეს მოხუცებულები და ოჯახის დახმარე, მათთვის ფული და ძვირფასეულობა მიეცათ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ძარცვისას, რომელიც ხალანდრის რაიონში მოხდა, ოჯახის დამხმარე ქალმა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, ბოროტმოქმედებს ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ გაუმხილა, რის გამოც იგი სასტიკად სცემეს. ნაცემი ქალი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილების საქმეს ქალაქ ათენის პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close