fbpx
newsსაბერძნეთი

ხუთშაბათს საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიუახლოვდება

საბერძნეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახური  7 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მომატების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.

ცნობილი ხდება, რომ მომავალ ხუთშაბათსა და პარასკევს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე მეტად სიცხე კუნძულ კრეტის მცხოვრებლებს შეაწუხებს. ათენსა და პელოპონესის ნახევარკუნძულზე შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუმცა ჰაერი აქაც 35-36 გრადუსამდე გაცხელდება.
სიგრილე შენარჩუნდება ჩრდილოეთ საბერძნეთში, სადაც ზოგან მოწვიმს კიდეც. თესალონიკში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსები კვირის ბოლოს აგრილებას გვპირდებიან.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close