ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

,,ძალიან მინდა, ჩემს შვილებს ავუშენო საყრდენი კედელი…“

„ძალიან მინდა, ჩემს შვილებს ავუშენო საყრდენი კედელი, რომ ჩემსავით არ იწვალონ“, – ამბობს იზა ქარდავა, ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, რომელიც, მისივე თქმით, ემიგრაციაში ოჯახის კეთილდღეობისა და საკუთარი თავის რეალიზებისთვის წავიდა.

ქალბატონო იზა, ამერიკაში თქვენც სამუშაოდ წახვედით, როგორც ემიგრანტთა უმეტესობა?

დიახ, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა და სამსახურის ძებნის პროცესი  იყო ის, რამაც გადამაწყვეტინა ქვეყნიდან გამგზავრება. უკვე ორი წელია, რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ.

რა პროფესიის ხართ? არ გიცდიათ საქართველოში საკუთარი პროფესიით გემუშავათ?

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით ეკონომისტი ვარ. შრომა არასდროს მეთაკილებოდა, ყოველთვის მინდოდა, კარგი სამსახური და შესაბამისი ანაზღაურება მქონოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ერთად საქართველოში შეუძლებელია, გადავწყვიტე, ბევრი ჩემი თანამემამულის მსგავსად, წამოვსულიყავი საზღვარგარეთ ოჯახის კეთილდღეობისა  და საკუთარი თავი რეალიზებისთვის.

ენა იცოდით? არ გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

არა, არცერთი სიტყვა არ ვიცოდი. რთული იყო, რა თქმა უნდა, უცხო ხალხთან შეგუება და თავის დამკვიდრება, მაგრამ მთავარი მონდომება და სურვილია. ადამიანმა უნდა გაიგოს, რა უნდა ცხოვრებაში. მე ჩემმა პრინციპულობამ და მიზანდასახულმა შრომამ მომიყვანა აქამდე. არც აქ  ვთაკილობდი სამსახურის შემოთავაზებებს, მთავარია, ღირსეული შრომით მოიპოვო კეთილდღეობა.

მომავალში რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

ძალიან მინდა, ჩემს შვილებს ავუშენო საყრდენი კედელი, რომ ჩემსავით არ იწვალონ.

დიდ დროს მოითხოვს ამ კედლის აშენება. თუ აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

რა თქმა უნდა, ამაზე სულ ვფიქრობ. ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ როდის და როგორ, არ ვიცი.

ქართველ ემიგრანტებს რას უსურვებდით?

გამძლეობას, თავის გატანას და ერთმანეთის სიყვარულს!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close