კინო/ფილმები

„გრძელი ნათელი დღეების“ ჩვენებას ათენის კინოთეატრში საქართველოს საელჩო აწყობს

მიმდინარე წლის 23 მაისს, 20.30 საათზე, ათენის ღია კინოთეატრ „ეღლი ზაპიუში“ (Αίγλη Ζαππείου) საქართველოს საელჩო ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის, „გრძელი ნათელი დღეების“ ჩვენებას აწყობს (ინგლისური სუბტიტრებით). დასწრება უფასოა.

ფილმის პრემიერა 2013 წელს, ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა. ბერლინალეზე „გრძელი ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს „ქართული კინოს გაზაფხული“ უწოდეს. სარაევოს კინოფესტივალზე  ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ნამუშევარი სამი მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. „გრძელი ნათელი დღეები“ საქართველომ „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინა, თუმცა სურათმა ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.

ფილმის მოქმედება 90-იანი წლების თბილისში ვითარდება და ორი თოთხმეტი წლის გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close