საბერძნეთში ვადაგადაცილებული სესხების „შეკრეჭა“ ახლოვდება

ევროკავშირის დირექტივა საბერძნეთის მოქალაქეებს, რომელთაც იპოთეკური სესხი აქვთ და საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან, გამოსავალს სთავაზობს.

დირექტივა ე. წ. ირლანდიური მოდელის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული მოდელი ირლანდიის რესპუბლიკაში წარმატებით განხორციელდა და შესაძლოა საბერძნეთშიც დადებითი შედეგი გამოიღოს.
მოდელის მიხედვით, სესხი ორ ნაწილად იყოფა – „კარგი“ და „ცუდი“. თუკი მოვალე „კარგ“ ნაწილს დაფარავს, მისი სესხის მეორე ნაწილი ჩამოიწერება. მაგალითად, თუკი ადამიანს აქვს იპოთეკური სესხი 100 ათასი ევროს ოდენობით, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 40 ათას ევროს არ აღემატება, სესხის ე. წ. კარგ ნაწილად 40 ათასი ევრო მიიჩნევა და მისი დაფარვის შემთხვევაში მოვალეს დანარჩენი 60 ათასი ეპატიება. წინააღმდეგ შემთხვევაში უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდება. საბერძნეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული მოდელის დასანერგად.

ამჟამად საბერძნეთში ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს. ეკონომიკური კრიზისის გამო მოქალაქეები სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ.

წყარო:

http://www.newsbomb.gr/oikonomia/story/885272/stegastika-daneia-parathyro-eykairias-me-spasimo-kai-koyrema

კომენტარები
Загрузка...