საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახურში პირადობა უფასოდ, ხოლო პასპორტი 48 ევროდ შეგიძლიათ აიღოთ

დღეს, 15 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის განცხადება:

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით:

1. 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქის მიერ საკონსულო სამსახურში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ.

2. 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის (როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი) ბიომეტრიული პასპორტის სახელმწიფო გადასახადი შეადგენს 48.06 ევროს.

კომენტარები
Загрузка...