პოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

საქართველოს მთავარი პროკურორი საბერძნეთს ეწვია

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორის, ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს მოწვევით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე შეხვდნენ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორს – ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს და მის მოადგილეს – დიმიტრიოს დასულასს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შედეგები და დასახეს ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ღონისძიებები.

ბერძნულმა მხარემ ქართველ კოლეგებს საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო დამრა ვალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი მოაწერონ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ორი ქვეყნის გენერალური პროკურორები ასევე შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ საკუთარ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხში.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close