ფსიქოლოგია

სისხლის ჯგუფი ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს – თქვენ რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ?

სისხლის ჯგუფი არც რასაზე, არც სქესსა და არც ასაკზე არ არის დამოკიდებული. ის ადამიანს შთამომავლობით გადაეცემა და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი რჩება. სისხლის ჯგუფი, გარკვეულწილად, ჩვენს მიდრეკილებებს, ხასიათსა და ჩვევებსაც განსაზღვრავს. იაპონელმა მეცნიერებმა, კვლევების საფუძველზე, ადამიანები მათი სისხლის ჯგუფის მიხედვით დაახასიათეს.

პირველი ჯგუფი – ამ ჯგუფის სისხლის მქონენი ენერგიული და გულღია ადამიანები არიან. მათ კარგი ჯანმრთელობა და ძლიერი ნებისყოფა აქვთ; ნევროზებს ადვილად უმკლავდებიან და ძალებსაც სწრაფად აღიდგენენ. ასეთ ადამიანებს უემოციოებს ნამდვილად ვერ უწოდებ. ისინი წარმატებისა და ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. ამასთანავე, ძალიან ეჭვიანი, ფაციფუცა და ამბიციურებიც არიან, თუმცა, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, სხვა ადამიანებს ჩინებულ მეგობრობას უწევენ.

მეორე ჯგუფი – ამ ჯგუფის სისხლი გულმოდგინე და კეთილსინდისიერ ადამიანებს აქვთ, ისინი საქმეს არასოდეს ღალატობენ და თვით ძლიერი სტრესის დროსაც კი მუხლჩაუხრელად შრომობენ. კარგი მეგობრები და, როგორც წესი, ნიჭიერი ადამიანებიც არიან; ყველაფერში ჰარმონია, სიმშვიდე და წესრიგი უყვართ. არიან მგრძნობიარენი, მომთმენნი და კეთილმოსურნენი; ახასიათებთ მაქსიმალიზმი. მათი ნაკლი მათივე ჯიუტი ხასიათია.

მესამე ჯგუფი – ამ ჯგუფის სისხლის მქონენი დელიკატური და ემოციური ხალხია. ისინი როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ დიდ მოთხოვნებს უყენებენ; როგორც წესი, ინდივიდუალისტები არიან და რაც მოსწონთ, ყოველთვის მხოლოდ იმას აკეთებენ. ისინი ყველაფერს ადვილად ეგუებიან, ურთიერთობაში მოქნილობას იჩენენ და არც წარმოსახვის უნარი აკლიათ. ამ ძალაუფლების მოყვარული შემოქმედი პიროვნებების ნაკლი დამოუკიდებლობის დაუოკებელი სურვილია, რაც ხანდახან მათ ყველაზე დიდ სისუსტედ აღიქმება ხოლმე.

მეოთხე ჯგუფი – უმეტეს შემთხვევაში ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ცხოვრებაში გრძნობებითა და ემოციებით ხელმძღვანელობენ. ისინი მშვიდნი და გაწონასწორებულნი არიან და მეგობრებსა და ნაცნობებს ძალიან უყვართ. გარშემომყოფთ, ძირითადად, ტაქტიანად და სამართლიანად ექცევიან, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა აწყენინონ კიდეც. საერთოდ კი, როგორც მოაზროვნე ადამიანებს ჩვევიათ, მათ კონფლიქტი უმეტესად საკუთარ თავთან მოსდით. მათი „აქილევსის“ ქუსლია ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close