newsსაბერძნეთი

კლდის ჩამონგრევის გამო კორინთოს არხი გემებისთვის დაიკეტა

ორშაბათს, 26 თებერვალს დაიკეტა კორინთოს არხი, რომელიც პირეოსის პორტს იონიის ზღვასთან უმოკლესი გზით აკავშირებს. რამდენიმედღიანი უამინდობის შემდეგ კლდე ჩამოინგრა და 8 მეტრი სიღრმის არხი თითქმის მთლიანად ამოავსო. საბედნიეროდ, კლდის ჩამოშლის მომენტში არხში გემები არ მოძრაობდნენ.

როგორც კომპეტენტური ორგანოები განმარტავენ, არხის გაწმენდას 15 დღე მაინც დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში პირეოსეიდან დასავლეთით მიმავალ გემებს პელოპონესის ნახევარკუნძულის შემოვლა მოუწევთ, რაც ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

კორინთოს ყელზე საზღვაო არხის გაყვანას ბერძნები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ეს ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ არხი 1893 წელს გაიყვანეს, რის შემდეგაც პელოპონესის ნახევარკუნძული ტექნიკურ კუნძულად გადაიქცა (ანუ გაიჭრა ხმელეთის ის ნაწილი, რომელიც მას კონტინენტთან აკავშირებდა). არხის სიგრძეა 6,4 კმ, სიგანე – 22 მ, ხოლო სიღრმე – 8 მ; კირქვის კედლის სიმაღლეა 76 მ.

არხი ორ ზღვას – ეგეოსის და იონიის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან, მასზე ორი საგზაო და ორი სარკინიგზო, აგრეთვე, ერთი საგანგებო დანიშნულების სამხედრო ხიდიც გადადის.

იხილე ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close