კითხვები, რომლებსაც დაგისვამენ გასაუბრებაზე საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად

უკვე ვწერდით გასაუბრების შესახებ, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ეს სტატია.

ამჯერად ქართულ ენაზე გთავაზობთ იმ სავარაუდო კითხვებს, რომლებსაც კომისიის წევრები უსვამენ ხოლმე მოქალაქეობის მსურველ კანდიდატებს. კითხვები თემების მიხედვით იყოფა და საჭიროა კანდიდატმა მათზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გასცეს.

ისტორია:

რომელია საბერძნეთის ეროვნული ზეიმები, რას აღვნიშნავთ 25 მარტსა და 28 ოქტომბერს?

რა იცით საბერძნეთის რევოლუციის შესახებ?

რას წარმოადგენდა „ფილიკი ეტერია“?

ჩამოთვალეთ საბერძნეთის რევოლუციის ლიდერები/გმირები.

რა იცით იოანე მეტაქსას შესახებ?

რა იცით მცირეაზიული კატასტროფის შესახებ?

რა გაგიგიათ ალექსანდრე მაკედონელის შესახებ?

მოგვიყევით ჰომეროსის შესახებ.

რაზე მოგვითხრობს „ილიადა“ და „ოდისეა“?

როდის მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემა?

ვინ იყო საბერძნეთის პირველი პრემიერ-მინისტრი?

რომელი ქალაქი გახდა საბერძნეთის პირველი დედაქალაქი რევოლუციის შემდეგ?

გეოგრაფია:

რომელია საბერძნეთის ყველაზე დიდი ფართობის მქონე კუნძულები?

ჩამოთვალეთ ქვეყნები, რომლებსაც ესაზღვრება საბერძნეთი.

რომელი ზღვები ესაზღვრება საბერძნეთს?

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ „ეპტანისას“ კუნძულები?

კუნძულების რომელ ჯგუფებს იცნობთ?

საიდან მიიღო დასახელება კუნძულების ჯგუფმა „კიკლადესმა“?

ჩამოთვალეთ საბერძნეთის ყველაზე მაღალი მწვერვალები.

დაასახელეთ საბერძნეთის ყველაზე ცნობილი მდინარეები.

დაასახელეთ საბერძნეთის რამდენიმე ტბა.

რომელია საბერძნეთის ყველაზე დიდი ქალაქები?

კულტურა:

საიდან მიიღო დასახელება ქალაქმა ოლიმპიამ?

რა იცით კნოსოსისა და ფესტოსის შესახებ?

რა შეგიძლიათ თქვათ ეპიდავროსის შესახებ?

მოგვიყევით პართენონის ტაძრის შესახებ.

რა იცით ათენის აკროპოლისის შესახებ?

დაასახელეთ რამდენიმე ცნობილი ბერძენი პოეტი და მწერალი.

რომელ მუზეუმში ხართ ნამყოფი, რა შგიძლიათ თქვათ მის შესახებ?

რა იცით ბერძენი მხატვრების შესახებ?

ეროვნულ გალერეაში ხართ ნამყოფი? რა არის იქ გამოფენილი?

რა იცით მიკის თეოდორაკისის შესახებ?

პოლიტიკა:

ვინ არის საბერძნეთის პრეზიდენტი?

ვინ არის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი?

რამდენი დეპუტატია საბერძნეთის პარლამენტში?

რას წარმოადგენს კონსტიტუცია?

როდის შევიდა საბერძნეთი ევროკავშირში?

რა არის გაერო?

რომელი გაზეთები გამოდის იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობთ?

ვინ არის თქვენი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე/ქალაქის მერი?

დაასახელეთ თქვენი რეგიონის რამდენიმე პლაჟი (თუკი არსებობს).

რას ნიშნავს აბრევიატურა ΔΝΤ ?

როგორც ხედავთ, კითხვები მრავალფეროვანია და რთული. მართალია, არსებობს სპეციალური სახელმძღვანელო «ΕΛΛΑΔΑ, η δεύτερη πατρίδα», რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოემზადოთ გასაუბრებისთვის, მაგრამ საჭიროა მეტი ცოდნა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. ამას გარდა, აუცილებელია სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინება.

მოამზადა გიორგი ჯანელიძემ

გაეცანით სტატიას ამავე თემაზე: http://nostal.ge/2018/02/21/ra-kriteriumebit-xelmzrvanelobs/

კომენტარები
Загрузка...