მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ნანორობოტები კიბოს ამარცხებენ – ახალი რევოლუციური მეთოდი

ჩინელმა მეცნიერებმა  შექმნეს ნანორობოტი, რომელსაც სიმსივნური უჯრედების განადგურება შეუძლია. სპეციალისტების თქმით, ეს ნანორობოტები სიმსივნური უჯრედების ინდენტიფიცირებას ახდენენ და მათ 24 საათში ანადგურებენ – ისინი კიბოს უჯრედებისთვის ჟანგბადის და საკვების  მიწოდებას ბლოკავენ.

სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ნანორობოტები დნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწნული. ამ მოლეკულებისგან ბრტყელი ფურცლები იქმნება, რომლებიც შემდეგ მილაკებივით ეხვევა და სხვა მოლეკულებით იფარება, რომლებსაც სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა შეუძლიათ. ეს საშუალებას იძლევა, პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებამდე მივიდეს, რის შემდეგაც წარმოიქმნება თრომბები მეზობელ სისხლძარღვებში. როგორც მეცნიერები ამბობენ, თრომბები სიმსივნურ უჯრედებამდე რობოტის მიღწევიდან 24 საათში წარმოიქნება. ამას გარდა, მკვლევრების გუნდმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი ქსოვილებისთვის  ნანორობოტები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან ისინი თრომბებს მხოლოდ სიმსივნის ფარგლებში წარმოიქმნიან: როცა ასეთი ნანორობოტი სიმსივნურ უჯრედთან შედის კონტაქტში, ნანორობოტის შიგთავსი – ცილა თრომბინის მოლეკულები – ტოვებენ მას და გარემოზე ზემოქმედებას იწყებენ: რობოტის და სიმსივნური უჯრედის კონტაქტის ადგილას წამოიქმნება თრომბი, რომელიც სისხლის მოძრაობას ბლოკავს და ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებას სიმსივნურ უჯრედში არ უშვებს. შედეგად ეს უჯრედი იღუპება.

მკვლევრებმა ნანორობოტები 8 ლაბორატორიულ თაგვზე გამოსცადეს, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ადამიანის სარძევე ჯირკვლის კიბოთი, სათესლე ჯირკვლის კიბოთი, აგრეთვე, მელანომის თაგვის ვერსიით და ფილტვის კიბოთი. შედეგად 3 თაგვი გადარჩა, დანარჩენებმა კი 2-ჯერ მეტხანს იცოცხლეს, ვიდრე ნანორობოტების დახმარების გარეშე იცოცხლებდნენ.

მეცნიერებმა თავიანთი მეთოდის შესახებ სტატია ჟურნალ Nature Biotechnology-ში გამოაქვეყნეს.

კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ნანორობოტები ჯერ ადამიანებზე გამოცდილი არ არის, თუმცა აღმოჩენის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი რევოლუციური მეთოდი კლინიკურ გამოცდასაც მალე გაივლის.

„კვლევები აჩვენებს, რომ დნმ-ის საფუძველზე შექმნილი ნანორობოტები სიმსივნის მკურნალობის ეფექტიანი და უსაფრთხო მეთოდია. ამჟამად ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რათა ეს რევოლუციური ტექნოლოგია კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებად გადავაქციოთ“, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პეკინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა გუანჯუნ ნიმ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანალოგიური მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ისეთი დაავადებების სამკურნალოდაც, რომლებიც მედიკამენტის წერტილოვან მიწოდებას საჭიროებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close