newsკრიმინალი

77 ადამიანის მკვლელის „ნიანგის ცრემლები“ – ბრეივიკი ინანიებს

ნორვეგიული გამოცემის, VERDEN GANG-ის ინფორმაციით, ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ციხის ადმინისტრაციას მონანიების წერილი მისწერა.

„ვინანიებ იმას, რაც 2011 წლის 22 ივლისს ჩავიდინე. რომ შეიძლებოდეს, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ეს არ მომხდარიყო“, – წერს ნორვეგიელი ტერორისტი წერილში, რომელიც მას შემდეგ დაწერა, რაც სასამართლო დავა წააგო: ფსიქიატრის დასკვნით, ბრეივიკის კონტაქტი სხვა პატიმრებთან დასაშვებია, თუმცა მაღალია რისკი, რომ მასზე პატიმრები შურს იძიებენ.

ბრეივიკის მიერ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს მოწყობილ ტერაქტებს 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი ქართველი სტუდენტი გოგონაც. სასამართლომ მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანდრეს ბრეივიკმა სახელი შეიცვალა და ფიოტულფა ჰანსენი დაირქვა. იგი უკვე მეექვსე წელია, ინდივიდუალურ საკანში იმყოფება და მხოლოდ ციხის პერსონალსა და ადვოკატებთან აქვს კონტაქტი. ტერორისტის დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მარტოობა პატიმრის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close