ეს მარტივი წესები ყველამ უნდა იცოდეს

298

დილით თვალები ძალიან ცივი წყლით დაიბანეთ ან ყინულის კუბები გაისვით ქუთუთოებსა და უპეებზე – ეს სწრაფად მოხსნის შეშუპებას და კანს მოვლილ იერს მიანიჭებს.

  • არ დაგავიწყდეთ თმის დავარცხნა ძირებიდან ქვემოთ, თავდახრილ მდგომარეობაში. ეს პროცედურა ძალზე კარგად ამაგრებს თმის ძირებს.
    თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, მიიფრქვიეთ თმის ძირებში ცოტაოდენი ბავშვის ტალკი და შეგიძლიათ მთელი დღე მშვიდად იყოთ.
  • ჩაცვენილ ლოყებზე დამატენიანებელი კრემი წაისვით – ეს სახის კანს მომენტალურად აცოცხლებს.
  • თუ გსურთ, რომ ლაქი უფრო სწრაფად გაშრეს, ლაქწასმული ფრჩხილები ყინულიან წყალში ჩაყავით. ლაქის შრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.
  • ლაქის წასმის წინ ნუნებზე ზეითუნის ზეთი წაიცხეთ. ასე ადვილად მოიცილებთ ლაქს, რომელიც უნებლიეთ ნუნებზე მოგეცხებათ.
  • მაკიაჟს რომ ბუნებრივი ბრწყინვალება მიანიჭოთ, ბოლო ეტაპზე ლოყებზე 1-2 წვეთი ზეთი წაისვით.
  • სანამ ტუჩის ან თვალის რბილ ფანქარს წათლით, ცოტა ხანს მაცივარში გააჩერეთ და წათლის დროს წვერი აღარ წატყდება.
  • მაკიაჟის მოსაცილებლად შესანიშნავი საშუალებაა ქოქოსის ზეთი. მოიცილეთ მაკიაჟი ჩვეულებრივი წესით, შემდეგ ბამბის ტამპონზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი და თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ (თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ). შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.
  • კანზე არსებული ანთებითი პროცესი ნაკლებად შესამჩნევი იქნება, თუ პრობლემურ ადგილზე ყინულს მიიდებთ. ძალიან კარგად ავიწროებს კაპილარებს ცხვირის წვეთები, ოღონდ გაყინული. ნებისმიერი მუწუკი შეუმჩნეველი იქნება ამ საშუალებით.
  • ნუ იჩქარებთ სახის კრემის გადაგდებას, რომელსაც დიდი ხანია აღარ ხმარობთ. წაისვით სქელ ფენად ქუსლებზე (უმჯობესია ღამით) და ისინი საოცრად ნაზი გახდება.
  • ყველაზე უკეთესი, რაც შეგიძლიათ საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის გააკეთოთ – იყიდეთ წვენსაწური. ამ აგრეგატით ხილისა და ბოსტნეულისგან ნატურალური წვენების მომზადება მარტივია. ნატურალური წვენები კი ნამდვილი ვიტამინების საბადოა და შესანიშნავი გარეგნული იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კომენტარები
Загрузка...