მსოფლიოპოლიტიკა

ოკუპანტები დაღუპული რუსი ჯარისკაცების გვამებს დონეცკის მეტალურგიულ ქარხანაში წვავენ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ 17 მარტისთვის, ომის 21-ე დღისთვის რუსეთმა 14 ათასი ჯარისკაცი და დაახლოებით 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, „დნრ“-ის მარიონეტული ხელისუფლება დაღუპულთა რეალური რაოდენობის დასამალად რუსეთიდან ჩამოსული მოხალისეების ცხედრებს დონეცკის მეტალურგიულ ქარხანაში წვავს. 

ამავე წყაროს ცნობით, ლუგანსკში ოკუპანტებმა მაღაზია „კაპეიკაში“ გახსნეს სპეციალური პუნქტი (ერთგვარი მორგი), საიდანაც ახლობლებს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს გადასცემენ. პოლიცია მათ მხოლოდ გარდაცვალების ცნობას და დაკრძალვის ნებართვას აძლევს, თუმცა არანაირ ინფორმაციას არ აწვდის, სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ მათი ახლობელი ჯარისკაცები. 

დაღუპულთა შორის არიან ისეთებიც, რომელთაც რუსული პასპორტი აქვთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტების განცხადებით, უკრაინაში ყოველი დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი კომპენსაციის სახით 12 მლნ რუბლს მიიღებს, ეს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეხებათ, ოკუპანტების თქმით,  «ЛНР»-იდან და «ДНР»-იდან გაწვეულებისთვის ეს კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის, თუნდაც მათ რუსული პასპორტი ჰქონდეთ. მოსკოვი ლუგანსკელებს და დონეცკელებს მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევს, ეს დონეცკის ოკუპირებული ნაწილის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს, – აცხადებს უკრაინული მხარე.

„რეკრუტების აბსოლუტური უმრავლესობა ყველაზე ცხელ წერტილებში იგზავნება. როგორც წესი, მათ ფრონტის ხაზზე დაბრკოლებების გასაწმენდად და სანგრების გასათხრელად იყენებენ. ასეთი ახალწვეულების 70-80% იღუპება. როგორც ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები ამბობენ, უაღრესად დაბალ დონეზე ხდება საჯარისო დანაყოფების საკვებით უზრუნველყოფა“, – აცხადებს უკრაინული დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება იძულებითი გაწვევა ოკუპანტთა არმიაში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close