საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: იღბლიანი გამარჯვებული, რომელმაც ლატარიაში 1,1 მლნ ევრო მოიგო, ჯერ არ გამოჩენილა

ჯერ კიდევ არ გამოჩენილა „სახალხო ლატარიის“ გამარჯვებული, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ მარტს გამართულ გათამაშებაში 1 151 200 ევრო მოიგო.

არსებული ინფორმაციით, იღბლიანმა მოთამაშემ Λαϊκό Λαχείο-ს მომგებიანი ბილეთი პატრაში იყიდა OПAП-ის  განყოფილებაში.

„იღბლიანი მოთამაშე არ გამოჩნდა, თუმცა დიდად მოხარულები ვართ, რომ  ერთ-ერთ ჩვენს კლიენტს ბედმა გაუღიმა და შედეგად მას შეუძლია საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს – რა თქმა უნდა, როდესაც გამოჩნდება და მოგებული თანხის წასაღებად მოვა“, – განაცხადა მარია რუსოპულუმ, პატრის OПAП-ის თანამშრომელმა.

„ჩემი 4-წლიანი მუშაობის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ პუბლიკას აქვს თავისი ბედნიერი ნომრები და არ ცვლის მათ (ისინი ყოველ ჯერზე ფსონს განსაზღვრულ რიცხვებზე აკეთებენ). არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ლატარიაში იგებენ. მთელი ამ წლის განმავლობაში თამაშს თავისი სტაბილური აუდიტორია ჰყავს“, – განმარტავს იგი.

კიდევ ერთმა იღბლიანმა კი კალამატაში 300 000 ევრო მოიგო

ერთი კვირის შემდეგ, 8 მარტს გამართულ გათამაშებაში კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელმაც 300 000 ევრო მოიგო. ამის შესახებ dikaiologitika.gr წერს.

კალამატაში მდებარე OПAП-ის განყოფილების მფლობელი დიმიტრის ზახაროპულოსი ასეთ კომენტარს აკეთებს: „არ ვიცი, ვის გაუმართლა, მაგრამ მიხარია. მან „სახალხო ლატარიის“ ბილეთი ჩვენს განყოფილებაში შეიძინა. ეს იყო მე-10 გათამაშება, რომელიც 8 მარტს გაიმართა. დაე, იღბალი იყოს თქვენი მეგზური. წარსულში ჩვენ უკვე გადავეცით დიდი თანხები  ლატარიების – JOKER-ის, KINO-სა და SCRATS-შის გათამაშებების გამარჯვებულებს.

„Λαϊκό Λαχείο (სახალხო ლატარია – რედ.) – OПAП-ის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული თამაშია. ადამიანები სხვადასხვაგვარად თამაშობენ: ვიღაც მთელ სერიას ყიდულობს, ვიღაც ერთადერთ ბილეთს. როგორც გამოცდილება აჩვენებს, უმართლებდა ერთსაც და მეორესაც“, – ამბობს დიმიტრის ზახაროპულოსი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close