მიგრაცია

ქართველებს პოლონეთში სამსახურში აღარ იღებენ! არა თუ არ იღებენ, არამედ სამსახურიდანაც ათავისუფლებენ… – ჟურნალისტი პოლონეთიდან

ჟურნალისტი ანზორ სვიანაძე, რომელიც რამდენიმე თვეა პოლონეთში მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველებს პოლონეთში სამსახურებში აღარ იღებენ! არა თუ არ იღებენ, არამედ სამსახურიდანაც ათავისუფლებენ…

„უკრაინელი ლტოლვილების დიდი შემოდინების გამო…( 2 მილიონზე მეტი უკრაინელი შემოვიდა ომის დაწყებიდან დღემდე)
სწორედ იმის გამო იღებენ უკრაინელებს სამსახურში,რომ პოლონეთის სახელმწიფომ დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას ამ მხრივ.
საქართველოში ფული გროვდება და უკრაინაში ირიცხება. ქართველებო მოეშვით „მატრაკვეცობას“ და ეგ ფული კარგად შეინახეთ! სულ მალე ემიგრანტებს დასჭირდებათ თქვენი თანადგომა. აქ სიტუაცია აღარ არის კარგად… მალე ემიგრანტები დაიწყებენ უკან დაბრუნებას და დიდი გასაჭირიც დადგება…(ემიგრანტების გზავნილებით დგას ქვეყანა ფეხზე)  მაქსიმალურად შემოინახეთ თანხები და როცა გასაჭირი დაგვიდგება ერს, ერთმანეთი გავიტანოთ. უკრაინას მილიარდებს ურიცხავენ,თქვენი გადარიცხული ფული პამპერსებშიც არ ეყოფათ მაინც.
p. s. იმედია მალე დამთავრდება ომი და ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ანზორ სვიანაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close