პოლიტიკაქართველები უცხოეთში
ალეკო ელისაშვილი წერს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა
„ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში“...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონშია.
„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.
კომენტარები