ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 მარტი

14-იდან 17 მარტის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. საკუთარ თავთან  და ახლობლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ოქროს შუალედის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა შეეცადოთ.

18 მარტს სავსემთვარეობაა. ამ დღეს გექნებათ განცდა, რომ სამყარო „გაგიჟდა“. შეეცადეთ შეინარჩუნოთ საღი აზრი და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

19 და 20 მარტი კლებადი მთვარის პერიოდია. 19 მარტის შემდეგ სამსახურში მოაგვარეთ ყველა საქმე და შემდეგ შეგიძლიათ სუფთა სინდისით წახვიდეთ შვებულებაში. ან დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, მეგობრებთან ურთიერთობას, წადით თეატრსა და კინოში. კვირის ბოლოს ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ.

 

ვერძი

თქვენი ამჟამინდელი პრობლემები, რომლებიც პლანეტების არახელსაყრელი განლაგებით არის გამოწვეული, ამ კვირაში მოგვარდება და თქვენ, როგორც ამბობენ, წყლიდან მშრალი გამოხვალთ. მეტიც, დაელოდეთ ზღაპრულ პერიოდს! ეს შეიძლება ამ შვიდ დღეში არ მოხდეს, მაგრამ თქვენთვის ეს არის შემდგომი გზის არჩევის, თქვენი ცხოვრების შესაცვლელად გადაწყვეტილების მიღების თვე: აუცილებლად დაფიქრდებით, რა სცენარით უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ ჰოროსკოპში პლანეტების მდებარეობაზე, მაგრამ ვარსკვლავები ახლა კარნახობენ თქვენს ნიშანს, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ!

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

ფრთხილად იყავით პირად საქმეებსა და სიყვარულთან დაკავშირებით. ახლა თქვენი საიდუმლოებები არავის გაანდოთ, განსაკუთრებით ახლო მეგობრებს! ისინი ენას არ აჩერებენ და უხერხული სიტუაციები გარანტირებული გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ დროულად უპასუხოთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე ხელსაყრელ ცვლილებებს და, შესაბამისად, ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი კარიერული წინსვლისთვის. ამ კვირაში სავარაუდოა ხანმოკლე მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა. შეეცადეთ საჭმელი არ მიირთვათ ქუჩაში, კაფეებში, უმჯობესია თავად მოამზადოთ ან კარგ მზარეულს მოამზადებინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავი სერიოზულად დაგიზიანდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

დიდი ალბათობით, ამ კვირაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ რაიმე სერიოზული სირთულე და თქვენი ცხოვრება სწორი მიმართულებით წარმართოთ, თუმცა პლანეტების გავლენის გამო არსებობს საახლობლო წრიდან ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭების რისკი, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ კამათს, ნუ იქნებით პრეტენზიული და შეეცადეთ არ დაივიწყოთ ის სასიამოვნო წვრილმანები, რომლებიც თქვენთვის ძვირფას ადამიანებს აბედნიერებს. ოჯახში ჰარმონია და სიხარული – აი, რა გჭირდებათ ახლა! არ დაგავიწყდეთ ამ კვირის ყველა ღონისძიებაზე (სამსახურში, მაღაზიაშიც კი) თან წაიყვანოთ თქვენი მეორე ნახევარი – სწორედ ის გამოიწვევს აღფრთოვანებას და მოგანიჭებთ ფსიქოლოგიურ უპირატესობას.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კირჩხიბი

კირჩხიბი ახლა სავსეა იდეებით და მიმდინარე მოვლენების აღქმის  მხრივ კოსმოსური ენერგიის მატარებელია. ეს არის მოვალეობის კვირა, რომელსაც განსაკუთრებული სიამოვნებით შეასრულებთ.  ყურადღება მიაქციეთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან. დიდი ალბათობით, დაგჭირდებათ მუშაობა მათ გაუმჯობესებაზე, რათა თავი დააღწიოთ თქვენს ცხოვრებაში პლანეტების ნეგატიური ზემოქმედებით შემოტანილ დისჰარმონიას. თქვენს სახლში სიმშვიდე და ჰარმონია საყვარელი ადამიანების წყალობით იქნება გარანტია იმისა, რომ სხვა სფეროებში პრობლემები არ შეგექმნებათ. ეს არის ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებით გამდიდრების პერიოდი.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ლომი

ამ კვირაში სიყვარულში, ფულთან დაკავშირებით, ურთიერთობებში და საერთოდ ყველაფერში წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევთ. მხოლოდ გადაჭარბებულმა გულუხვობამ, რომლისკენაც მიდრეკილი იქნებით, შეიძლება დაარღვიოს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ჰარმონიაც კი, ამიტომ საფულე ძალიან ფართოდ არ გახსნათ. ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს ისეთი პასუხისმგებლობის აღება, რისთვისაც მზად არ იყავით, მაგალითად, სხვისი საქმის კეთება. შედეგად  სასარგებლო გამოცდილებას და კარგ დივიდენდებს მიიღებთ. ამ კვირაში მესაკუთრეობის გრძნობასაც გამოავლენთ: მხოლოდ თქვენი გარდერობის კი არა, სხვა ადამიანების ბედის მართვასაც მოინდომებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირას საუკეთესოდ მიესადაგება ისეთი მოვლენები, როგორიცაა: კამათი, დისკუსია, დებატები, ჩხუბი. და რამდენად დადებითი ან უარყოფითი იქნება ისინი თქვენთვის, დამოკიდებულია თქვენს ჰოროსკოპში პლანეტების ინდივიდუალურ მდებარეობაზე. ახლა ყველაფერი შესაძლებელია: მხიარულ კომპანიაში ჩვეულებრივი საუბრიდან დაწყებული, სასამართლოში დოკუმენტების წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავთ საკუთარ აზრს, ოპონენტებს დაჯაბნით კონფლიქტის მძიმე ან მსუბუქი ფორმით. ამავე დროს, ეს კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი წარსული შეცდომებისა და წარუმატებლობის მიზეზების გასაანალიზებლად.  ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეუძლია ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე, ამიტომ კარგად დაფიქრდით,  სანამ რამეს გააკეთებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

სასწორი

გამოიყენეთ ეს კვირა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად. სავარაუდოდ, ახალი პასუხისმგებლობები გექნებათ. ისინი თქვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ ორგანიზატორულ უნარებს და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას. ამავე დროს, ფრთხილად იყავით: ეს პერიოდი თქვენთვის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია დეპრესიულ მდგომარეობაში იყოთ. შეიძლება გაბრაზდეთ ოჯახის წევრებზე, სავარაუდოა დაბნეულობა, ჩხუბი წვრილმანებზე. მარილის აბაზანები და მასაჟი გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას.  ვარსკვლავები გირჩევენ თავი შეიკავოთ ოჯახური უთანხმოებებისგან, შაბათ-კვირა კი უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების უმეტესობას მოუწევს მოთმინებისა და დიპლომატიის გამოცდა, რადგან ამ კვირაში, პლანეტების გავლენის გამო, შეიძლება წარმოიშვას გარემოებები, რამაც შეიძლება არასათანადო ქმედებების პროვოცირება გამოიწვიოს და კონფლიქტური სიტუაცია შექმნას. ეს განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს ეხება. ამავე დროს,  ეს არის  მორიელების პოტენციალის გაფართოების დრო. ახლა არაფერი საკმარისი არ იქნება თქვენთვის…ჭამაც კი სულ გინდათ – გაიღვიძებთ და მაშინვე ჭამას იწყებთ. ამ კვირაში მუდმივ დიალოგში იქნებით საკუთარ თავთან, მოგინდებათ წახვიდეთ სადღაც, მაგრამ არ იცით – სად, იპოვოთ რაღაც, მაგრამ არ იცით – რა, მიაღწიოთ რაღაცას, მაგრამ არ იცით – რას. ბევრი რამ, რაც თქვენ გარშემოა, ძალიან ბანალურია… ახლა რაღაც არაჩვეულებრივი გჭირდებათ!

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ფრთხილად იყავით ემოციებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ემოციურ ფონზე გააკეთოს ისეთი რამ, რის გამოც მერე შერცხვება. ამიტომ ენდეთ საღ აზრს და ანალიზს უფრო მეტად, ვიდრე გრძნობებს. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. მალე, პლანეტების გავლენის გამო, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და თქვენი ცხოვრება გაცილებით სტაბილური გახდება. ამასობაში თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს შეეძლება მოგზაურობა საზღვარგარეთ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს განათლებასთან ან სტაჟირებასთან, შესაძლებელია ორმაგი მოქალაქეობის მიღებაც.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა შესაშური შრომითა და თავდადებით გამოირჩევა, ამ კვირაში სამსახურში შესაძლოა კონფლიქტები შეექმნათ კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მოვლენების ასეთი განვითარება, რათა თქვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. შეიძლება პრობლემები პირად ურთიერთობებშიც შეგექმნათ, თუმცა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი კოზირები გაქვთ – მოთმინება და ჭკუა, რაც ნეგატიური პერიოდის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ახლა უნდა იზრუნოთ საკუთარი ორგანიზმის  პროფილაქტიკაზე, დაიცავით დიეტა, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სომატურ მდგომარეობას.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

ამ კვირაში ძალიან შთამბეჭდავი იქნებით – შესაძლოა მოგიწიოთ რაღაც არაჩვეულებრივი საქმეების კეთება, უჩვეულო პრობლემების გადაჭრა. ნაკლები ეგოიზმი, მეტი მოთმინება და – სირთულეებს ადვილად გადაურჩებით. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დგება საკუთარი თავის შეცნობის განსაკუთრებული დრო, როცა გარემომცველ რეალობას საკუთარი გრძნობების პრიზმაში აღიქვამს. კვირის ბოლოს შეიძლება იგრძნოთ მცირე სისუსტე. ახლა უფრო მგრძნობიარე და დაუცველი ხართ, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მალე, გონივრული ანალიზისა და პრიორიტეტების წყალობით თავს უფრო დაცულად იგრძნობთ და ცხოვრებაც უფრო მშვიდად წარიმართება.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

პლანეტების გავლენით ამ კვირაში დაუმთავრებელ საქმეებს დაუბრუნდებით, რათა ბოლომდე მიიყვანოთ. ნებისმიერი სირთულე, რომელიც ამ გზაზე შეგხვდებათ, მხოლოდ წაგახალისებთ უფრო გადამწყვეტი და ეფექტიანი მოქმედებებისკენ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და ხალხის დიდ მასას. თავს ჰარმონიულად იგრძნობთ მხოლოდ ახლო ადამიანების ვიწრო წრეში – „ნაკლები ადამიანი – მეტი ჟანგბადი“. ამ პერიოდის პრობლემა ის კი არ არის, რომ თავს მარტოდ გრძნობთ, არამედ ის, რომ თვითონ ხართ შეგნებულად მიდრეკილი მარტოობისკენ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და წარმატებებისთვის მოემზადოთ!

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close