უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს, 25 თებერვალს კიევის გარეუბანში საზარელი შემთხვევა მოხდა – ოკუპანტის ტანკი ადგილობრივი მშვიდობიანი მცხოვრების მსუბუქ ავტომანქანას მიზანმიმართულად გამოეკიდა და ზედ გადაურა.
ამ ამბის თვითმხილველებმა ფანჯრიდან გადაიღეს ეს ბარბაროსობა და სოციალურ ქსელში ატვირთეს. კადრები ვირუსულად გავრცელდა და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ომი „წესების გარეშე“ წარიმართებოდა.
კიევის მაცხოვრებელი, 53 წლის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„კიდევ კარგი, მანქანაში მარტო ვიყავი. რა მოხდებოდა, ბავშვებიც რომ ყოფილიყვნენ!“ – ამბობს დაზარალებული და დეტალურად იხსენებს, რაც მოხდა.
კომენტარები