სამზარეულო

წიწიბურას კატლეტი – იოლად მოსამზადებელი გემრიელი სამარხვო კერძი

წიწიბურას კატლეტების მოსამზადებლად ძვირადღირებული პროდუქტები და დიდი დროის ხარჯვა არ დაგჭირდებათ. მარტივი რეცეპტის მიუხედავად კატლეტები ძალიან გემრიელია როგორც ცხლად, ისე ცივად მისართმევად.

რამდენადაც ეს კერძი არ შეიცავს არც კვერცხს, არც რძის პროდუქტებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ფქვილს, ის არაჩვეულებრივია მარხვის პერიოდში. ეს კატლეტები ვეგანებსაც შეუძლიათ ჩართონ საკუთარ მენიუში.

საჭირო პროდუქტი

4 ჩ. ჭ. წიწიბურა, 100 მლ ზეთი, 5-6 თავი ხახვი, 0,5 კგ კარტოფილი, თითო კონა ქინძი და ოხრახუში, თითო ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, 400-500 გ შავი პური, მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი

წიწიბურას დაასხით 8 ჩ. ჭ. წყალი, ზეთი, დააყარეთ  2 ჩ. კ. მარილი და მოხარშეთ. როცა წყალი მთლიანად დააშრება, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე, გაატარეთ უმი კარტოფილი, დამბალი შავი პური, ხახვი და მწვანილი. მიღებული მასა შეანელეთ ხმელი სუნელებით, პილპილით, მარილით. გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები და ამოავლეთ საფანელში (გამოიყენეთ ან პურის ფქვილი, ან სიმინდის ფქვილი, ან დაფქული ორცხობილა) და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

რჩევა: თუ ხორცსაკეპ მანქანაში გატარება გეზარებათ, ჩოფერი გამოიყენეთ.

ასევე, გემრიელია: სოკოს კატლეტები მწვანილით და ნიგვზით (სამარხვო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close