ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.
„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ტვიტერში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვასა და მიწოდებას დააფინანსებს. ევროკავშირი დაეხმარება, აგრეთვე, ორგანიზაციის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იღებენ.
„პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე შთამაგონებელია ჩვენთვის. ჩვენ ხელგაშლით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
First, we are shutting down the EU airspace for Russian-owned, Russian registered or Russian-controlled aircraft.
They won’t be able to land in, take off or overfly the territory of the EU.
Including the private jets of oligarchs. pic.twitter.com/o551M9zekQ
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 27, 2022
კომენტარები