მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფება ANONYMOUS-მა რუსეთს კიბერომი გამოუცხადა
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერომი გამოუცხადა.
„Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდე“, – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„ანონიმუსი“ დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.
სოციალურ ქსელებში გავრცელა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებგვერდი გაითიშა.
აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებგვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებგვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი – Duma.gov.ru.
ვებგვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ.
კომენტარები