საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ექსპერტთა კომიტეტი დღეს გადაწყვეტს, რომელი შეზღუდვები მოიხსნება უახლოეს მომავალში – რაზეა საუბარი

რა შეიცვლება უახლოეს მომავალში საბერძნეთის მაცხოვრებლებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით – ამას ამას ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტენ.

გაიმართება პანდემიისგან „თავისუფლების გეგმის“ ახალ ეტაპზე მსჯელობა და არსებული ინფორმაციის თანახმად, განხილული იქნება ღია ცის ქვეშ პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება (სავარაუდოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბევრი ადამიანის თავმოყრაა შესაძლებელი). ამასთან, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბოლო შეზღუდვა იქნება, რომელიც მოიხსნება.

ექსპერტები იმსჯელებენ სოციალური დისტანციის საკითხზეც.

ბევრი სპეციალისტი პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის წინააღმდეგ გამოდის, რადგან ამას ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა newsbeast.gr.-ის ინფორმაციით, ისინიც თანხმდებიან, რომ  არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა საბერძნეთის მაცხოვრებლები ქუჩაში ამ მობეზრებული აქსესუარის გარეშე ივლიან.

საბერძნეთი მიდის იმ მიმართულებით, საითაც მთელი ევროპა, სადაც ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ კორონავირუსის გამო შემოღებულ შეზღუდვებს. ეს ახალი კურსი ნორმალური ცხოვრების დაბრუნებამდე მიგვიყვანს, – ასე მიაჩნიათ მთავრობის წარმომადგენლებს და ექსპერტებს და, უწინარეს ყოვლისა, ყველასათვის კარგად ცნობილ პროფესორ სოტირის ციოდრასს, რომელმაც ამბობს, რომ წინ უნდა წავიდეთ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონია“. ვაქცინირებულ ადამიანებში ის მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს და ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად  მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე „დელტას“ გავრცელების დროს.

ამასთან, პროფესორი ციოდრასი ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობასა და და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდაზე, რადგან, მისი თქმით, ვირუსი ჩვენთან კიდევ დიდხანს იქნება. საჭიროა ყურადღება მიექცეს იმასაც, რომ არ გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა, განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

„კორონავირუსის ისტორიის ბოლოში არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ ბოლოში იმ პერიოდის ბოლოში, რომელსაც საგანგებო ფაზას ვუწოდებთ“, – აცხადებს ცნობილი ეპიდემიოლოგი.

ამიერიდან საბერძნეთის, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, „საგზაო რუკა“ იქნება „თავისუფლების გეგმის“ შესაბამისად მოძრაობა ცხოვრების ნორმალიზაციისა და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close