მოგზაურობა
1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის
1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ისრაელის მთავრობაში განაცხადეს.
ახალი გაიდლაინების თანახმად, ისრაელში დაიშვებიან როგორც ვაქცინირებული, ისე არავაქცინირებული ტურისტები იმ პირობით, თუ ისინი კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ ისრაელში გამგზავრებამდე, ხოლო ისრაელში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, არ მოუწევთ ფრენისწინა ტესტის ჩაბარება. ისინი PCR-ტესტს მხოლოდ ისრაელში ჩასვლისას ჩააბარებენ.
„ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას. ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
imedinews.ge
კომენტარები