ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში იმ ჩოგბურთელთან დამარცხდა, რომელსაც შარშან ამავე ტურნირის ფინალში მოუგო
დოჰაში ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს (19 თებერვალი) ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილსა (22-ე ჩოგანი) და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის (მე-16 ჩოგანი), რომელიც ესპანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა – ბასილაშვილმა შეხვედრა ორ სეტში დათმო ანგარიშით 3:6, 4:6 და ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ამავე ტურნირზე ფინალში სწორედ ეს ორი ჩოგბურთელი შეხვდა ერთმანეთს. მაშინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა 2 სეტში ანგარიშით 7:6, 6:2 და Qatar ExxonMobil Open-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
ესპანელი ბაუტისტა აგუტი დოჰას მასტერსის ორგზის ჩემპიონია – მან ეს ტიტული 2019 წელს მოიპოვა პირველად.
ბასილაშვილი წლევანდელ ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი, ბაუტისტა აგუტი კი – მეორე ნომრად.
აღსანიშნავია, რომ დოჰას მასტერსის საპრიზო ფონდი 1 071 030 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპოიონი $114 875-ს მიიღებს, ბასილაშვილი კი – $80 410-ს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები