კანადა, რომელიც სამუშაო ძალის გასაზრდელად, ძირითადად, იმიგრანტებს ეყრდნობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი იმიგრანტის მიღებას აპირებს, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას.
პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიზნად ისახავს დაამატოს 431 000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები მიმდინარე წელს, 2023 წელს – 447 000 და 2024 წელს – 451000.
„ემიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის ამის გასაღებია“, – განაცხადა იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა.
გასულ წელს კანადამ 405 000-ზე მეტი იმიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.
ახალი გეგმის თანახმად, ახალჩამოსულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკურ იმიგრანტის სტატუსს მიიღებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რენდი ტანთონგ-ნაითი
businessformula.ge
კომენტარები