მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ქათამი პენტაგონში შეღწევას ცდილობდა – ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

ქათმის ფოტო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ შენობაში – პენტაგონში შეღწევას ცდილობდა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ქათამი პენტაგონის უსაფრთხოების ზონაში, თუმცა ახლა მასზე „ცხოველთა დაცვის ლიგა“ მუშაობს, რომელმაც Facebook-ში გაავრცელა ქათმის ფოტო და მომხმარებლებს სთხოვა, დაესათაურებინათ.

ყველა ხშირად ციტირებულია ‘Henny Penny’ (ორი მოფერებითი სიტყვისგან: ‘hen’ – ქათამი და ‘Penny’ – პენტაგონი) და ეტელ როზენბერგი – 50-იანი წლების ჯაშუში ქალის სახელი, რომელიც დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს თავის ქმართან – იულიუსთან ერთად საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის.

ეტელ და იულიუს როზენბერგები აშშ-ში 1953 წელს ელექტრულ სკამზე სიკვდილით დასაჯეს საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის.

„მას გზა აებნა თუ სამხედრო საიდუმლოებებზე სპეციალიზებული ჯაშუშია? ჯერჯერობით ნისკარტზე კლიტე ადევს“, – წერს საიტი Military Times, რომელმაც ქათმის ფოტო პირველმა გამოაქვეყნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close