კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 დეკემბერი
20-იდან 26 დეკემბრის ჩათვლით მთვარე იკლებს. ამ წინასაახალწლო დღეებში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, რაც გავლენას მოახდენს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ასე რომ, თუ შესაძლებლობა გექნებათ, სამსახურში დასვენების დღე მოითხოვეთ. ამ დღეებში რეკომენდებულია შეხვედრა მეგობრებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. არსებობს შანსი, რომ მათთან ურთიერთობა უფრო განმტკიცდება.
წარმოუდგენელ სიტუაციებში გახლართვის იშვიათი ნიჭი გაქვთ – ვარსკვლავები თვალს გადევნებენ და გპირდებიან, რომ ეს კვირა მხიარული სიურპრიზებით იქნება სავსე. ისეთი სიტუაციები შეიქმნება, თქვენ რომ გიყვართ – უამრავი თავგადასავალი. თქვენი ოპტიმიზმით მთების გადაადგილება შეგიძლიათ. შესაძლოა ახალ ინოვაციურ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რაც თქვენი საქმიანობის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ და არ ენდოთ უცნობ ადამიანებს, უმჯობესია, ნაცნობ იურისტებს დაურეკოთ. შაბათ-კვირა, გინდათ თუ არა, მოგიწევთ ოჯახთან ერთად გაატაროთ – ოჯახის წევრები საოჯახო სუფრასთან გელოდებიან და უარის მიზეზი არ არსებობს.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 20.
კურო
ეს კვირა დიდებული იქნება. თქვენ გიყვართ მუშაობა, კარგადაც იცით და დროა მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ – ვარსკვლავები გპირდებიან, რომ პროფესიულ სფეროში თქვენთვის ბედნიერი დრო დადგება. ფულადი მდგომარეობა კარგი კი არა, შესანიშნავი იქნება – შეგიძლიათ მოძებნოთ პარტნიორები საკუთარი საქმის დასაწყებად. მთავარია კაპიტალი რაღაც სისულელეებზე არ გაფლანგოთ, როგორც ადრე. ბევრი მეგობარი გყავთ, მათთან ურთიერთობა ინტენსიური იქნება, ოღონდ სესხი მიეცით მათ, ვინც აუცილებლად დაგიბრუნებთ (რამდენიმე ასეთი მეგობარი მოიძებნება), ასე ყველასთვის უკეთესი იქნება. სიყვარულის ჰორიზონტზე ხან მზეა, ხან მთვარე – მნათობები იცვლებიან, იმის მიხედვით, თუ როდის მიხვალთ პაემანზე. შეეცადეთ ზედმეტად გამომწვევად არ გამოიყურებოდეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 22.
ტყუპი
ტყუპებო, თქვენი ლოგიკა უმაღლეს დონეზეა, ინტუიცია კი – იდეალური, ჰოდა, გასაკვირიც არაა, რომ ამ კვირაში ყველაფერი კარგად წარიმართება. საკუთარ რიტმში მუშაობთ და გარშემო მყოფებმა ისწავლეს თქვენთან ადაპტაცია (ყველაზე ზანტი კოლეგებიც კი ახერხებენ თქვენი დავალებების შესრულებას). ოღონდ ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და შეფსაც არ დააყაროთ საქმეები თავზე. ასევე კარგია სასწავლო აქტივობები – დარეგისტრირდით რომელიმე კურსებზე, ან დაიწყეთ რომელიმე ენის შესწავლა. პირადი ურთიერთობები სავსეა რომანტიკით. თაყვანისმცემლები გიჟდებიან თქვენზე და გულსა და ხელს შემოგთავაზებენ, თუმცა ჯერჯერობით ოჯახის წევრები შეგაფერხებენ – საოჯახო პრობლემები გადაუდებელ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ კვირის დევიზია: „სიმშვიდე, სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე!“.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
კირჩხიბებო, შეუძლებელია ნიჭი დაიმალოს – ამ კვირაში იბრწყინებთ და თქვენი მრავალრიცხოვანი შესაძლებლობით სხვებს დაიპყრობთ. პროფესიულ სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა თქვენი კონკურენტები გააქტიურდნენ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – კვირის მეორე ნახევარში ყველა მეტოქე მოეშვება და დასვენებას ამჯობინებს. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ხელშია – იმოქმედეთ და იღბალი არ მიგატოვებთ. ამასობაში შაბათ-კვირა დადგება და ამ დღეებში აუცილებლად უნდა დაისვენოთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 26
ეს კვირა მოგზაურობისთვის შესანიშნავი პერიოდია. თუ მივლინებაში მოგიწევთ წასვლა, არ მოიწყინოთ – მოგზაურობისას შანსი გექნებათ, რომ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. ეცადეთ იყოთ უფრო ტოლერანტული ადამიანების მიმართ, ეს რჩევა პროფესიულ სფეროს ეხება. ყველას თავისი ოფოფები ჰყავს და არც თქვენი კოლეგები არიან გამონაკლისები. ყველანაირი ადამიანი არსებობს, სამაგიეროდ, ერთფეროვნება არ შეგაწუხებთ. ამავე დროს, სადღესასწაულო განწყობა საშუალებას მოგცემთ, რაღაცებს უფრო მსუბუქად შეხედოთ. სასიყვარულო სფერო სავსეა რომანტიკით. შაბათ-კვირას ყველა თქვენს საზრუნავს დაივიწყებთ და კარგად დაისვენებთ.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
თქვენი, როგორც ორგანიზატორული და ლიდერობის უნარები დაფასდება, შეძლებთ გააერთიანოთ ადამიანები თქვენო იდეის გარშემო. განახორციელეთ თქვენი ამბიციური გეგმები და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც თქვენ გვერდითაა და გეხმარებათ. პრინციპში, გარშემო მყოფების რჩევა არც გჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა ახლო მეგობრების აზრის მოსმენა – მეგობრები იმაზე უკეთ გიცნობენ, ვიდრე ფიქრობთ. საქმე იმდენია, რომ დასვენებასაც ვერ შეძლებთ შაბათ-კვირას, მაგრამ ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის – ოჯახის წევრები ოცნებობენ ქალაქგარეთ მოგზაურობაზე და სიზმარშიც კი ამას ხედავენ. რაც შეეხება სასიყვარულო ფრონტს: ზამთრის ამ კვირაში თაყვანისმცემლებისგან სიურპრიზებს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 25.
სასწორებო, თავჩაღუნული შრომა ზოგჯერ სასარგებლოც კია, მაგრამ ამ კვირაში მიზანშეწონილია, სხვა გამოსავალი მოძებნოთ. ხელმძღვანელობა აფასებს თქვენს უნარს, მყისიერად მიიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ სურს, რომ კომპრომისზე წასვლა ისწავლოთ და კოლეგების მოსაზრებებიც მოისმინოთ. ერთფეროვნებას ვერ იტანთ, მაგრამ აქ პრობლემები მოსალოდნელი არ არის – გადახედეთ კალენდარს, დეკემბერი, პრინციპში მოსაწყენი ვერ იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ერთფეროვნებაა, სახლში არეულობა და მხიარული ფუსფუსია საახალწლო სამზადისში. შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად მხიარული იქნება.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
მორიელი
მორიელებო, ცნობილი ინტელექტუალები ხართ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია ტვინი გაითიშოს, რომ დასვენება შეძლოს. შეეცადეთ საზრუნავებზე დროებით არ იფიქროთ. თუ უფროსი სამსახურში ბობოქრობს და აქეთ-იქით დაქრის, დაე, ეს მისი პრობლემა იყოს. იზრუნეთ თქვენს საქმეზე და გაქნილ კოლეგებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ თავიანთი საქმეებიც თავს მოგახვიონ. ამ შვიდი დღის განმავლობაში ინტუიცია არ მიგატოვებთ, პირიქით, თქვენი შინაგანი ხმა ერთი წუთით არ ჩერდება, გამოთქვამს ჭკვიანურ აზრებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. შაბათ-კვირას გააკეთეთ საოჯახო საქმეები და მოემზადეთ საახალწლო ზეიმისთვის – თქვენი ბინა განახლებაზე „ოცნებობს“.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს შეუძლიათ ამ შვიდი დღის განმავლობაში საკუთარ თავს იღბლიანი, უბედნიერესი, ბედის ნებიერი უწოდონ – ნებისმიერი ვარიანტი შესაფერისი იქნება. სამსახურში ყურადღების ცენტრში ხართ, რადგან ასეთი ნიჭიერი ადამიანი ძნელია არ შეამჩნიო. აჩვენეთ პროფესიონალიზმი, გამოიყენეთ თქვენი ხიბლი და იღბალი არ გალოდინებთ. ამ დღეებში მიზანშეწონილია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არაფერზე გაღიზიანდეთ – ყველას აქვს საკუთარი სისუსტეები და არ არის საჭირო, ყურადღება მიაქციოთ ზოგიერთების გამოხტომებს. სიყვარულის ფერად ცაზე ყველაზე მეტად წითელი ფერი ჭარბობს, რაც ვნებიან რომანს მოასწავებს. კარგი იქნება, თუ ამ შაბათ-კვირას შინაარსიანად გაატარებთ – მიიღეთ მეგობრების სავიზიტო ბარათები შემოქმედებითი სფეროდან, ისინი დიდი ხანია გელოდებიან გამოფენებზე, კონცერტებზე და კულტურულ ღონისძიებებზე. იდეალური იქნებოდა სამოგზაუროდ წასვლა.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ამ კვირაში ბევრი საოცრება ელით, მაგრამ ფორტუნასთან შესახვედრად უნდა მოემზადონ. მოძებნეთ და ჩაიცვით ლამაზი სამოსი, შეიტანეთ ნათელი ფერები ოფისის მოსაწყენ ატმოსფეროში. ამ პერიოდში მეორე სუნთქვა გეხსნებათ. რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავს თქვენთან ღიად შეჯიბრს, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ. შუა კვირაში შეიძლება შორეულმა ნათესავებმა გაგახარონ სტუმრობით – სახლი თავდაყირა დადგება, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ არ მოიწყენთ და სხვა რამეებზე გადაერთვებით ცოტა ხნით მაინც. გამორიცხული არ არის, რომ ამ კვირაში შეძენილმა ნაცნობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ თქვენს მომავალ ცხოვრებაზე.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 20.
ამ კვირაში წონასწორობიდან ვერავინ და ვერაფერი გამოგიყვანთ – რუტინული სამუშაოც კი ვერ გაგიფუჭებთ განწყობას. გასაგებია რატომაც: სამსახურებრივი რომანი ისახება, ამიტომ ხართ მეცხრე ცაზე. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: აქედან კარგი არაფერი გამოვა, ამიტომ იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე და გახსოვდეთ, კოლეგები გაფაციცებულები არიან და ყველაფერს ხედავენ და ისმენენ. ამ დღეებში სიამოვნებას მოგანიჭებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, საქმიანი პარტნიორები კი არაჩვეულებრივ ადამიანებად მოგეჩვენებიან (შეიძლება ასეც არია), თავადაც ჯადოსნურ ენერგიას ასხივებთ და ძნელია თქვენს ხიბლს ვინმე წინ აღუდგეს. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ ოჯახურ საკითხებში სასურველია მოდუნდეთ. მიეცით თავს საშუალება დაისვენოთ, ოჯახი იზრუნებს თქვენზე. ჭურჭელს ბავშვებიც კი გარეცხავენ და ჩაის მოგართმევენ. შაბათ-კვირა კარგია ქალაქგარეთ გასვლისთვის ან მოგზაურობისთვის.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 22.
ამ კვირაში შესაშურია თქვენი სიბრძნე. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ – ეს პერიოდი მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე. იღბალი ფინანსურ სფეროში საშუალებას მოგცემთ, გადაიხადოთ ვალი და დაგეგმოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი, მაგრამ შეეცადეთ არ გადააჭარბოთ შოპინგის დროს – რაში გჭირდებათ მეხუთე წყვილი ზამთრის ჩექმა, თუნდაც ფასდაკლებით, მით უმეტეს, ამ პანდემიის დროს? საოჯახო საქმეები ამ კვირაში შესანიშნავად მიდის, ოჯახის წევრები ყველაფერში გეხმარებიან. შაბათ-კვირა სასიამოვნო შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 26.
თამთა გურული
კომენტარები