ბილ გეიტსმა იცის, როდის დასრულდება პანდემია (ვიდეო)
მიუხედავად კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპებისა, COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა უკვე მომავალ წელს დასრულდეს, განაცხადა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა.
2021 was an incredibly hard year for many people, including me, but there are reasons to be optimistic that 2022 will be better: https://t.co/BxF6Q4K9Mq pic.twitter.com/C0SdhYxKg8
— Bill Gates (@BillGates) December 8, 2021
ბიზნესმენმა აღიარა, რომ არ ელოდებოდა არც ესოდენ გადამდები ვარიანტის, „დელტას“ გაჩენას და არც იმას, რომ ადამიანების დარწმუნებას, ატარონ დამცავი პირბადე, ამდენი ხანი დასჭირდებოდა.
„თუმცა იმედი მაქვს, რომ დასასრული ახლოსაა. კიდევ ერთი პროგნოზის გაკეთება სისულელე იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა უკვე 2022 წელს დასრულდება“, − აღნიშნა მან.
გეიტსის თქმით, მართალია, „ომიკრონი“ მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ახლა მსოფლიო უკეთაა მომზადებული ვირუსთან ბრძოლისთვის, ვიდრე წინა ეტაპებზე იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 266 504 411-ს უდის, რომელთაგან 5 268 849 გარდაიცვალა. ყველაზე რთული პანდემიური ვითარება შეინიშნება აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.
sputnik-georgia.com
კომენტარები