fbpx
მსოფლიო

ბილ გეიტსმა იცის, როდის დასრულდება პანდემია (ვიდეო)

მიუხედავად კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპებისა, COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა უკვე მომავალ წელს დასრულდეს, განაცხადა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა.

ბიზნესმენმა აღიარა, რომ არ ელოდებოდა არც ესოდენ გადამდები ვარიანტის, „დელტას“ გაჩენას და არც იმას, რომ ადამიანების დარწმუნებას, ატარონ დამცავი პირბადე, ამდენი ხანი დასჭირდებოდა.

„თუმცა იმედი მაქვს, რომ დასასრული ახლოსაა. კიდევ ერთი პროგნოზის გაკეთება სისულელე იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა უკვე 2022 წელს დასრულდება“, − აღნიშნა მან.

გეიტსის თქმით, მართალია, „ომიკრონი“ მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ახლა მსოფლიო უკეთაა მომზადებული ვირუსთან ბრძოლისთვის, ვიდრე წინა ეტაპებზე იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 266 504 411-ს უდის, რომელთაგან 5 268 849 გარდაიცვალა. ყველაზე რთული პანდემიური ვითარება შეინიშნება აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close