პოლიტიკაnewsსაქართველო

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. იგი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს საქმიანობას და, მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროსთვის ამ პლატფორმიდან იმუშავებს. 

ბრიფინგზე უკვე ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს თანამშრომლობისთვის.

ეკატერინე ტიკარაძეს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბოლო პერიოდში „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ კოვიდგადატანილებს ე. წ. მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდათ.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე თითქმის 2,5 წელი იყო, მან ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 ივნისს დავით სერგეენკო შეცვალა.

ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობა ჯანდაცვის კუთხით ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის გამო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close