fbpx
ტექნოლოგიები

კანქვეშა ჩიპების შეძენა და იმპლანტაცია საქართველოში მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი

მომავალი წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ iPlus-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად, საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“, – აცხადებს სეფიაშვილი.

რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close