რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

კურიოზი იტალიაში – მამაკაცმა „მწვანე პასპორტის“ მისაღებად აცრისთვის სილიკონის მკლავის გამოყენება ცადა

იტალიაში მამაკაცმა მწვანე საშვის (ე. წ. გრინპასი) აღება აცრის გარეშე, უჩვეულო ხერხით ცადა – მან აცრისთვის სილიკონის მკლავის გამოყენება დააპირა. ამის შესახებ „რაინიუსი“ წერს.

საქმე ისაა, რომ 57 წლის დანტისტი პროფესიულ საქმიანობას ჩამოშორებული იყო აუცრელობის და „გრინპასის“ უქონლობის გამო. 2 დეკემბერს საღამოს იგი მედდის მოტყუებას შეეცადა ბიელის (Biella; ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის რეგიონში) ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში, რათა ყალბი აცრის შედეგად მწვანე სერტიფიკატი მიეღო.

როგორც მედდამ მედიას განუცხადა, მართალია, სილიკონის აპლიკაცია მამაკაცის მკლავზე ერთი შეხედვით რეალურს ჰგავდა, თუმცა შეხების შემდეგ და ფერის გამო მაშინვე დაეჭვდა და მამაკაცს მთელი ხელის ჩვენება მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც ტყუილი გამოაშკარავდა, დანტისტმა მას სთხოვა, ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, თუმცა მედდამ ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

ამ კურიოზული შემთხვევის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა ალბერტო ჩირიომ თავის ფეისბუქგვერდზე მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 6 დეკემბერს ძალაში შედის გამკაცრებული კოვიდშეზღუდვები, რომლის თანახმადაც „მწვანე საშვი“ (ე. წ. გრინპასი) არა მარტო კვების ობიექტებში, მაღაზიებში, სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში და სამუშაო ადგილებზე, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც იქნება საჭირო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close