საზოგადოებაnewsსაქართველო

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცოსოპრანო, 37 წლის ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას 30 ნოემბერს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლილეანა დაარქვა. 

ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბის შე­სა­ხებ ინფორმაცია ანიტამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

„წუ­ხელ პა­ტა­რა ლი­ლე­ა­ნა მა­ი­სუ­რა­ძე და­ი­ბა­და. ანი­ტა და ლილე ორი­ვე ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან და თავს შესანიშნავად გრძნო­ბენ. ღმერ­თო, მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის“, – წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი და პატარას ფოტოს აქვეყნებს.

ანიტამ თავისი ფეხმძიმობის ამბავი თაყვანისმცემლებს 2 ივლისს ამცნო ვიდეოს საშუალებით. 10 ივლისს პანათინაიკოსის სტადიონზე ვერდის გალა კონცერტზე მომღერალს თეთრ კაბაში ფეხმძიმობა კარგად ეტყობოდა.

ანი­ტა და მისი მე­უღ­ლე ოთარ მა­ი­სუ­რა­ძე ხუთი წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ. ლი­ლე­ა­ნა წყვილის პირ­ველი შვილია. ანიტა სცენაზე დაბრუნებას იანვარში გეგმავს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close