მსოფლიო

ევროკავშირში COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობენ

ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დადგა დრო, განიხილონ კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო გადამდები ვარიანტის, ომიკრონის გამოჩენისა და აუცრელ მოქალაქეთა შორის ინფიცირების მაჩვენებელთა ზრდის გამო.

ევროკომისია, სხვათა შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ევროკავშირის შიგნით ჯერჯერობით მოერიდონ „უწესრიგო“ ზომებს, მაგალითად, მოგზაურობის შეზღუდვას. გასულ კვირაში მიღწეულ იქნა შეთანხმება, კოორდინირებულად შეწყდეს სამგზავრო რეისები აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან, სადაც პირველად გამოჩნდა ომიკრონი.

ეს შტამი პირველად ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები და დიდი რაოდენობით მუტაციებს შეიცავს. მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკია წინასწარ დასკვნებზე.

მინიმუმ 23-მ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში გამოვლინდა ომიკრონით ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა.

radiotavisupleba.ge

უახლესი ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის ომიკრონი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ომიკრონი შტამით ინფიცირებული პირი სრულად ვაქცინირებულია. იგი აშშ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან 22 ნოემბერს ჩავიდა. ახალი შტამი კალიფორნიის შტატში დაფიქსირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close