საზოგადოებასაქართველო
გასულ წელს საქართველოში 60 წელზე მეტი ასაკის 525 ადამიანი დაქორწინდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში 2020 წელს 32 718 ადამიანი დაქორწინდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ქვეყანაში 60 წლისა და უფროსი ასაკის 525 ადამიანი დაქორწინდა, აქედან 334 – მამაკაცი, 191 – ქალი.
გასულ წელს ყველაზე ხშირად მამაკაცები 25-29 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ (4794), ხოლო ქალები – 20-24 წლის ასაკში (4649).
ამასთან, 2020 წელს ოფიციალურად 7 643 წყვილი განქორწინდა.
კომენტარები