კარმის 12 კანონი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
რა არის კარმა? სანსკრიტიდან თარგმანში კარმა „მოქმედებას“ ნიშნავს. ის ეკვივალენტურია ნიუტონის კანონისა „ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება“. როდესაც ვფიქრობთ, ვამბობთ ან ვაკეთებთ რაიმეს, ვიწვევთ ძალას, რომელსაც შესაბამისი რეაგირება ექნება. ეს უკუქმედების ძალა შესაძლოა მოდიფიცირებული, შეცვლილი ან შეჩერებულია, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია თავიდან აიცილოს მისი ზემოქმედება. ეს მიზეზ-შედეგის კანონი არსებობს, არა როგორც დასჯა/სასჯელი, არამედ მთლიანობაში განათლებისთვის, სწავლისთვის.
კარმული კანონების საფუძვლები გვასწავლის, რომ შეუძლებელია გაექცე საკუთარი ქმედებების შედეგებს. ამიტომ საჭიროა სწორად ცხოვრება, რათა შედეგებიც შესაბამისი მივიღოთ.
გაეცანით კარმის 12 კანონს, რომლებიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.
1. დიადი კანონი
– „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“… ის ცნობილია, აგრეთვე, როგორც „მიზეზისა და შედეგის კანონი“.
რასაც შევქმნით ცხოვრებაში, სამყარო იმასვე დაგვიბრუნებს.
გინდა სიყვარული, ბედნიერება, მშვიდობა, მეგობრობა? …იყავი ბედნიერი, მშვიდი, ნამდვილი მეგობარი, გაეცი სიყვარული…
2. ქმნადობის კანონი
– ცხოვრება ჩვენს მონაწილეობას მოითხოვს; ჩვენ – სამყაროს მთლიანი ორგანიზმის ნაწილი ვართ; ჩვენს არსებას აქვს არა მარტო გარეგანი, არამედ შინაგანი მხარეც.
– „სწორი“ შინაგანი მდგომარეობის გასაღები – გარემომცველი სამყაროსგან დამოუკიდებლობაა.
– იყავით ის, ვინც ხართ და თქვენ გარშემო შემოიკრიბეთ ის ადამიანები და ნივთები, რომლებიც მართლა გიყვართ და შეგნებულად გსურთ, რომ ისინი იყვნენ თქვენს ცხოვრებაში.
3. თვინიერების კანონი
– ის, რის მიღებაზეც უარს ამბობთ, თქვენთვის მაინც გაგრძელდება.
– ვერ შეძლებთ სიტუაციის შეცვლას მანამ, სანამ თავდაპირველად არ მიიღებთ მას, როგორც მოცემულობას.
– თუ ვინმეში მტერს ხედავთ ან ხასიათის რომელიმე თვისება უარყოფითად გეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ თავად არ ხართ ორიენტირებული არსებობის უფრო მაღალ დონეზე. შეეცადეთ, დაინახოთ ადამიანებში კარგი და მეგობრებზე გააკეთოთ კონცენტრაცია.
4. ზრდის კანონი
– გზა დანიშნულების პუნქტზე უფრო მნიშვნელოვანია.
– თქვენთვის მთავარია – თავად შეიცვალოთ და გაიზარდოთ და არა ადამიანები, ქალაქები და ტექნოლოგიები – თქვენ გარშემო.
– ჩვენი ცხოვრება და დრო, რომელიც მოგვეცა – ეს არის ყველაფერი, რაც სინამდვილეში გვაქვს; თუ შევცვლით რამეს საკუთარ თავსა და საკუთარ გულებში, ჩვენი ცხოვრებაც შესაბამისად შეიცვლება.
5. პასუხისმგებლობის კანონი
– ყოველთვის, როდესაც რაღაც ისე არ არის ჩემს ცხოვრებაში, ესე იგი, ჩემში ვერ არის რაღაც ისე, როგორც უნდა იყოს. ანუ პრობლემა ჩემშია.
– ჩვენ ვართ ანარეკლი იმისა, რაც ჩვენ გარშემოა და ის, რაც ჩვენ გარშემოა, სარკისებურად აგვსახავს ჩვენ. ეს უნივერსალური ჭეშმარიტებაა. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, სამყარო კი – ადამიანისა.
– თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.
6. ურთიერთკავშირის კანონი
– რასაც ვაკეთებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ, რადგან სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
– თითოეულ ნაბიჯს მოსდევს შემდეგი ნაბიჯი და ასე დაუსრულებლად.
– ერთი რომელიმე ნაბიჯი ვერ იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დანარჩენი. მიზნისკენ სავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თვით ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შეუძლებელია აი ასე, აიღო და ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან დაიწყო“.
7. ფოკუსირების კანონი
– არ შეგიძლიათ, ორ რამეზე ერთდროულად იფიქროთ.
– თუ თქვენს გონებაში აზრები ფოკუსირებულია რაიმე მნიშვნელოვნის ან სულიერი ღირებულებების ძიებაზე, მასში არ რჩება ადგილი სიხარბისა და რისხვისთვის.
– როცა ამაღლებულზე ფიქრობ, მიწაზე არ დაენარცხები.
8. გადაცემის კანონი
– თქვენი სიტყვები საქმეს არ უნდა დასცილდეს.
– თუ მიგაჩნიათ რაიმეზე, რომ სიმართლეა, მაშინ ოდესმე მოგიწევთ ჩვენება, რომ ეს ნამდვილად ასეა. თუ ამისთვის მზად არ ხართ – ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ აზრი და არა ცოდნა.
– ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც თავად გადავიტანეთ და შეგვიძლია სხვას ვასწავლოთ/გადავცეთ მხოლოდ ის, რაც თავად გამოვცადეთ.
9. კანონი აქ და ახლა
– წარსულზე ფიქრსა და მომავლის ჩხრეკას თქვენი ყურადღება გადააქვს იმისგან, რაც აქ და ახლა ხდება.
– იცხოვრეთ დღევანდელი დღით. გააკეთეთ ის, რაც ახლაა გასაკეთებელი.
– ძველი აზრები, ქცევის ძველი მოდელები ხელს გიშლიან, რაიმე ახალი იპოვოთ.
– უკან გახედვა შეიძლება მხოლოდ შეცდომების გასაანალიზებლად და დასკვნების გამოსატანად.
10. ცვლილებათა კანონი
– ისტორია განმეორდება მანამ, სანამ გაკვეთილად არ მივიღებთ, რასაც ცხოვრება გვასწავლის.
– ცხოვრებისეული გაკვეთილები ჩვენს გზას შეცვლის.
– სიბრიყვეა, ყოველთვის აკეთო ერთი და იგივე და სხვადასხვა შედეგს ელოდო.
11. თმენისა და დაჯილდოების კანონი
– ნებისმიერი ჯილდოს მისაღებად შრომაა საჭირო.
– ნამდვილად ფასეულია მხოლოდ ის ჯილდოები, რომლებიც მუდმივ შრომას საჭიროებენ.
– სიცოცხლის ჭეშმარიტი სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ აკეთო ის, რაც საჭიროა და იცოდე, რომ ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევ.
12. შთაგონების კანონი
– თქვენ მიიღეთ მხოლოდ ის, რაც დაიმსახურეთ.
– რაიმეს ჭეშმარიტი ღირებულება იმ ენერგიისა და ძალის ტოლფასია, რაც მასში ჩადეთ.
– მხოლოდ მას, ვისაც უყვარს გაცემა, შეუძლია მიიღოს რაიმე შთამაგონებელი.
– აკეთეთ საქმე სიყვარულით, რათა შთაგონებამ არ დაგტოვოთ.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები