fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

„აკრობატი“ მძარცველები – იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მისმა თანამზრახველმა კი გაქცევა შეძლო. იტალიური პრესა მათ „აკრობატებად“ მოიხსენიებს.

სან ბაზილიოს პოლიციის თანამშრომლებმა 30 წლის მამაკაცი გ. ო. დილის 4:30 სთ-ზე დააკავეს ვალ დ’ალას ქუჩაზე კონკა დ’ოროში.

მძარცველები შენობის ფასადზე მიმდგარ სარემონტო ხარაჩოზე აძვრნენ, პატარა ტერასაზე გადავიდნენ და პირველ სართულზე მდებარე ბინის ფანჯრის გაღებას ცდილობდნენ სახრახნისით. ერთ-ერთმა მოსახლემ გაიგონა ხმები, გამოიხედა და დაინახა ისინი. მოქალაქემ 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ადგილზე დააკავა ერთ-ერთი მამაკაცი, მეორემ კი გაქცევა და მიმალვა შეძლო.

პოლიციამ ამოიღო ძარცვის იარაღი, წყვილი ხელთათმანი და სახის დასაფარი სახვევი. მედიის ცნობით, მამაკაცის იდენტიფიცირების შემდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, მას 4 ბინის ძარცვის პრეცედენტები წარუდგინეს 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე, იტალიის ტერიტორიიდან მისი გაძევების დადგენილებასთან ერთად. შემდეგ 30 წლის მამაკაცი დააპატიმრეს დამამძიმებელ გარემოებაში ძარცვის მცდელობის ბრალდებით და სასამართლო ორგანოებს გადასცეს.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close